ჩელსისა და რექსჰემის ფეხბურთელებმა მე-3 წუთზე იჩხუბეს
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიაში, წინასასეზონო შეკრებაზე მყოფმა "ჩელსიმ", ამხანაგური მატჩი "რექსჰემის" წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, თუმცა სკანდალურად დაიწყო.
"ჩელსისა" და "რექსჰემის" მატჩის დაწყებიდან ზუსტად 2 წუთის შემდეგ, ლევი კოლვილმა და ჯეიმს მაკნილმა იჩხუბეს. დაპირისპირება "რექსჰემის" ფეხბურთელის უხეშობას მოჰყვა, რამაც კოლვილი გააღიზიანა. ინციდენტის განმუხტვას ორივე გუნდის ფეხბურთელები და "რექსჰემის" სამწვრთნელო შტაბის წევრები ცდილობდნენ და საბოლოოდ დაპირისპირებული ფეხბურთელები ერთმანეთს განარიდეს.
A Levi Colwill no le gustó nada esa entrada del jugador del Wrexham, James McClean ¡Se les olvidó que es juego amistoso! 😳 pic.twitter.com/0010MulCyU
— ESPN Deportes (@ESPNDeportes) July 25, 2024