ინტერესი იტალიიდან და საუდის არაბეთიდან - ვესტ ჰემი აგუერდს ყიდის?!
11 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ვესტ ჰემის" 27 წლის ცენტრალური მცველი - ნაეფ აგუერდი შესაძლოა მორიგი ვარსკვლავი გახდეს, რომელიც პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, აგუერდის ტრანსფერით რამდენიმე არაბული კლუბი ინტერესდება.
მედია საშუალებებში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აგუერდის საკუთარ რიგებში ხილვით "რომა" და "მილანიც" არიან დაინტერესებული, თუმცა იტალიურ კლუბებს ტრანსფერისთვის შესაბამისი ფინანსები არ გააჩნიათ - იჯარა კი "ვესტ ჰემის" ინტერესებში არ შედის.
აგუერდი "ვესტ ჰემს" 2022 წლის ივნისში შეუერთდა და "ჩაქუჩების" ღირსება პრემიერ ლიგის 34 მატჩში დაიცვა, სადაც 3 გოლის გატანაც შეძლო.