Belive

ინტერ მაიამიმ, შესაძლოა, ლუის სუარესიც გაიფორმოს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,გრემიოს'' თავდამსხმელის, ლუის სუარესის ტრანსფერით ,,ინტერ მაიამი'' ინტერესდება. ინფორმაციას TyC Sports-ის ჟურნალისტი, გასტონ ედული ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და ურუგვაელი ამერიკულ გუნდში გადასვლასთან ახლოსაა.

,,ინტერ მაიამიმ'' რამდენიმე დღის წინ სუარესის ყოფილი თანაგუნდელები - ლეო მესი და სერხიო ბუსკეტსი გაიფორმა.

მიმდინარე სეზონში 36 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ბრაზილიის ჩემპიონატში ჩატარებულ 12 შეხვედრაში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები