Belive

ინფექცია - კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა სანაკრებო მატჩები გამოტოვოს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა, ერთა ლიგის ახალი სეზონის საწყისი შეხვედრები გამოტოვოს. პორტუგალიის ნაკრების სუპერვარსკვლავმა ეროვნული გუნდის დახმარება შესაძლოა იმის გამო ვერ შეძლოს, რომ მარჯვენა ფეხში ინფექცია შეეჭრა. ევროპის მოქმედი ჩემპიონები 5 და 9 სექტემბერს ორ შეხვედრას გამართავენ და შესაბამისად, ხორვატიის და შვედეთის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან. პორტუგალიელთა კაპიტანმა და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ეროვნული გუნდის მაისურით 164 შეხვედრაში 99  გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები