ინფანტინო: ,,თუ დღეში, 3 საათის განმავლობაში, ლუდს ვერ დალევთ, გადაიტანთ''
ფიფას პრეზიდენი, ჯანი ინფანტინო, ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე სტადიონებზე ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვას გამოეხმაურა:
,,თუ ეს მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე დიდი პრობლემა იქნება, ამაზე ხელს ახლავე ვაწერ და 18 დეკემბრამდე სანაპიროზე დასასვენებლად მივდივარ...
პირველ ყოვლისა, ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ამ მუნდიალზე ყველა გადაწყვეტილება ფიფასა და ყატარის შეთანხმებითაა მიღებული. ქვეყანაში 200-ზე მეტი ადგილი იქნება, სადაც ალკოჰოლის შეძენას შეძლებთ. არის 10-ზე მეტი ფან-ზონა, სადაც სასმელს 100 000 ადამიანი დალევს. პირადად მე ვფიქრობ, რომ თუ დღეში, 3 საათის განმავლობაში, ლუდს ვერ დალევთ, ამას გადაიტანთ, მით უმეტეს, სინამდვილეში, იგივე წესებია საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და შოტლანდიაში... სტადიონებზე ლუდი აკრძალულია. აქ ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან მუსლიმანური ქვეყანაა. არ ვიცი, რატომ.
რა თქმა უნდა, წესების შეცვლა დავაგვიანეთ, რადგან ბოლომდე ვცდილობდით გაგვერკვია, შეიძლებოდა თუ არა ალკოჰოლური სასმლის გაყიდვა, მაგრამ, ერთია, გქონდეს იდეები და მეორეა მათი განხორციელება,'' - განაცხადა ინფანტინომ.
მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ, 20 ნოემბერს, ყატარისა და ეკვადორის შეხვედრით გაიხსნება. ფინალური მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება.