ინფანტინო: ,,ეს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ჯგუფური ეტაპი იყო''
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, კატარის მსოფლიო ჩემპიონატის განვლილი ეტაპი შეაფასა:
,,ყველა მატჩი ვნახე, ძალიან მარტივად და გარკვევით ვიტყვი: ეს მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ჯგუფური ეტაპი იყო. ახლა პატარა და დიდი გუნდები აღარ არსებობენ. დონე ძალიან თანაბარია. ასევე, ისტორიაში პირველად, პლეი-ოფში ყველა კონტინეტის წარმომადგენელი გავიდა. ეს ამტკიცებს, რომ ფეხბურთი მართლაც გლობალური ხდება.
ლამაზ სტადიონებზე შესანიშნავი ხარისხის მატჩები ვიხილეთ. სტადიონები თითქმის ყველა შეხვედრაზე ივსებოდა - თამაშებს საშუალოდ 51 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა,'' - განაცხადა ინფანტინომ.
მსოფლიო ჩემპიონატი პარასკევს მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრებით განახლდება - საფრანგეთი ინგლისს დაუპირისპირდება, არგენტინა კი - ნიდერლანდებს.
მუნდიალის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება.