Belive

არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩის დროს ამერიკელი ჟურნალისტი გარდაიცვალა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

CBS-ის ჟურნალისტი, გრანტ უოლი კატარში, არგენტინისა და ნიდერლანდების შეხვედრაზე მუშაობის დროს გარდაიცვალა. 48 წლის რეპორტიორი მატჩის დამატებით დროში ცუდად გახდა და გონება დაკარგა, მოგვიანებით უოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინფორმაცია მისმა ძმამ სოციალურ ქსელში გაავრცელა და დაწერა, რომ მისი ბუნებრივი სიკვდილის არ სჯერა.

უოლის გარდაცვალებას ამერიკის აშშ-ს ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა:

,,ამერიკის მთელ საფეხბურთო ოჯახს უოლის გარდაცვალების გამო გული ტკივა. ფეხბურთის გულშემატკივრებს ყოველთვის ჰქონდათ იმის იმედი, რომ გრანტისგან საინტერესო ინფორმაციას მიიღებდნენ. მან ფეხბურთი თავისი ცხოვრების საქმედ აქცია და განადგურებულნი ვართ იმის გამო, რომ ის ჩვენთან აღარ არის.

ფეხბურთის ფედერაცია გულწრფელ სამძიმარს უცხადებს უოლის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და კოლეგებს. მას უზარმაზარი თავდადებისთვის მადლობას ვუხდით,'' - წერია ფედერაციის განცხადებაში.

გრანტთან ბოლო საუბარი მისმა კანადელმა კოლეგამ, კრისტიან ჯეკმა გაიხსენა:

,,უბრალოდ შოკში ვარ. ორშაბათს მასთან ერთად ვიყავი. ვისაუბრეთ დამღლელ დღეებზე, უძილობაზე, მაგრამ წუწუნის მომენტი არ ყოფილა. მან მითხრა, რომ დაღლილი იყო და თავს კარგად არ გრძნობდა, აინტერესებდა, ბრონქიტი ხომ არ ჰქონდა... შაბათ-კვირას მოუთმენლად ელოდა. ამის დაჯერება არ შემიძლია.''

48 წლის უოლის კარიერა 1996 წელს Sports Illustrated-ში დაიწყო, სადაც 23 წლის განმავლობაში მუშაობდა.

უოლი აშშ-სა და უელსის მატჩზე ცისარტყელის გამოსახულებიანი მაისურით არ შეუშვეს. მაშინ ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დაახლოებით 25 წუთი დაკავებული იყო და მისგან მაისურის გახდა მოითხოვეს.

სხვა სტატიები