Belive

ინგლისური მედია: 'მანჩესტერ სიტის სამიზნე ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელია იქნება'

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანული სპორტული მედია საშუალებები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ სიტი" შეეცდება.

"ქართველმა ფეხბურთელმა ამ სეზონში იტალიურ გუნდთან ერთად უკვე ბრწყინვალედ ითამაშა და დიეგო მარადონას პერიოდის შემდეგ "ნაპოლის" ტიტულის პირველად მოგების შესაძლებლობა გაუჩინა.

იგი შესანიშნავი იყო ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულისა" და "აიაქსის" წინააღმდეგ და ასევე გაიბრწყინა რამდენიმე დღის წინ ტურინის "იუვენტუსის" წინააღმდეგ - 5:1 მოგებულ შეხვედრაში.

ასე რომ, კვარაცხელია ის ფეხბურთელია, რომლის მიმართაც მანჩესტერულ გრანდს ინტერესი გაუჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად, ის საუბრობს, რომ ლუჩიანო სპალეტის ხელმძღვანელობით თავს შესანიშნავად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.

იმის გათვალისწინებით, რომ მშობლიური საქართველოს წარმომადგენელი "დინამო ბათუმიდან" "ნაპოლიმ" მისი კონტრაქტი საკმაოდ იაფად შეიძინა, მისი გაყიდვით "ნაპოლი" დიდ ფინანსურ მოგებას მიიღებს", - წერს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინგლისური გამოცემა dailymail-ი.

მსოფლიო ფეხბურთის ქართველ, 21 წლის ამომავალ ვარსკვლავს 2022/23 წლების სეზონში, “ნაპოლის” მაისურით 20 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები