Belive

ინგლისში ფეხბურთის ისტორიაში ჯარიმის საუკეთესო შემსრულებელი დაასახელეს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეო მესიმ 2 დღის წინ კარიერაში 47-ე ჯარიმის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა 91-ე წუთზე "ვილიარეალის" კარი აიღო. გავლენიანმა ინგლისურმა გამოცემამ Sportbible ფეხბურთის ისტორიაში ჯარიმის საუკეთესო დამრტყმელის გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა 48 000-მდე ადამიანმა მიიღო, მათი რჩეული კი 46%-ით, ანუ 20 160 ხმით ლეო მესი გახდა. არგენტინელის შემდეგ, 26%-ით მოდის დევიდ ბექემი, მე-3 ადგილზეა ჟუნინიო - 23%, მე-4 ადგილი კი ხმების 9%-ით რონალდინიომ დაიკავა.

სხვა სტატიები