Belive

ანტონიო სანაბრიამ კიდევ ერთხელ უარყო, რომ მესის შეაფურთხა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარაგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ანტონიო სანაბრიამ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არგენტინასთან მატჩში ლეო მესისთვის არ შეუფურთხებია:

,,თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ფაქტს, რომელიც არგენტინასთან მატჩში მოხდა. ჩემი ოჯახი დაზარალდა და მემუქრებიან იმის გამო, რაც არასდროს მომხდარა...

მსგავს რამეს არცერთ ადამიანს და კოლეგას არ გავუკეთებდი. ასეთი საქციელით ჩემს ქალიშვილებს რა მაგალითს მივცემდი? გირჩევთ, ყველა კადრი ნახოთ.'' - წერს სანაბრია ინსტაგრამზე.

არგენტინისა და პარაგვაის მატჩის შემდეგ, მესიმ თქვა, რომ შეფურთხების შესახებ გასახდელში თანაგუნდელებმა უთხრეს, თუმცა ამ ფაქტზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება არ სურდა.

სხვა სტატიები