ინგლისს ჩეხეთთან მატჩის წინ პრობლემები შეექმნა
ინგლისის ნაკრებს, ჩეხეთთან მატჩის წინ პრობლემები შეექმნა. გუნდური ვარჯიში ეზრი კონსამ და ნიკო ო'რაილიმ გამოტოვეს. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ ორივე ფეხბურთელმა ჯგუფთან ერთად ვარჯიშის ნაცვლად, ინდივიდუალურად ივარჯიშეს, თუმცა სამედიცინო შტაბს მათი არყოფნის კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია.
სამწვრთნელი შტაბისთვის, ვითარებას განსაკუთრებით უსიამოვნოს ის ფაქტი ხდის, რომ კონსამ და ო'რაილიმ ესპანეთთან შეხვედრაში 90 წუთი ითამაშეს. ამ ორი ფეხბურთელის შესაძლო არყოფნა, კიდევ უფრო ამძიმებს ინგლისის ნაკრებში შექმნილ რთულ ვითარებას ფეხბურთელების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ინგლისის ნაკრებში, ამ მომენტისთვის, სერიოზული ტრამვიანობაა, რის გამოც სანაკრებო შეკრება უკვე დატოვეს ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან კოულ პალმერი, დეკლან რაისი, მარკუს რაშფორდი, კობი მეინო და ტინო ლივრამენტო.
ნაკრების მდგომარეობასთან დაკავშირებით, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნა: "ეზრი კონსა და ნიკო ო'რაილი დღეს, ტოტენჰემის საწვრთნელ ბაზაზე, ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობენ. დანარჩენი 22 ფეხბურთელი კი გუნდურ ვარჯიშებში მონაწილეობს. ნაკრები დღეს პრაღაში გაემგზავრება".
ინგლისი, ერთა ლიგის პირველ შეხვედრაში, ესპანეთთან 2:3 დამარცხდა. ახლა 'სამ ლომს' ჩეხეთთან გამარჯვება ძალიან სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისმა, პრაღაში შესაძლოა ორი მცველის გარეშე ითამაშოს, ტომას ტუხელის გუნდი, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ, მაინც ფავორიტად მიიჩნევა.
BREAKING: Nico O'Reilly and Ezri Konsa are doubts to face the Czech Republic 🚨 pic.twitter.com/eSRHEbfON3
— Sky Sports News (@SkySportsNews) September 28, 2026