Belive

მანჩინი ბელგიასთან მატჩის წინ დილემის წინაშე აღმოჩნდა

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალია ერთა ლიგის პირველ მატჩში ბელგიასთან შესახვედრად ემზადება. მანჩინის, სასტარტო შემადგენლობის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე, ორი მნიშვნელოვანი საკითხი აქვს გადასაჭრელი. სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად ნიკოლო ძანიოლო, მოიზე კინი და ნიკოლო კამბიაგი იბრძვიან - სამივე ფეხბურთელს როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში. მანჩინიმ ამ თემაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გვინდა, რომ თავიდანვე კარგად დავიწყოთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, რადგან ამ მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ ორი დღე გვქონდა. ყველაფერი სწრაფად და ხარისხიანად უნდა გავაკეთოთ. ეს ერთადერთი გამოსავალია იმ პრობლემური სიტუაციიდან, რომელიც ახლა გვაქვს.

სასტარტო თერთმეტეულის საბოლოოდ ჩამოყალიბებასთან საკმაოდ ახლოს ვართ, გარკვეული საკითხები ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. გადაწყვეტილებას ხვალ დილით მივიღებთ. ნიკოლო კამბიაგის, მოიზე კინისა და ნიკოლო ძანიოლოს, როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე შეუძლიათ თამაში. გარდა ამისა, სანდრო ტონალის მცირე ფიზიკური პრობლემა ჰქონდა. მაგრამ ახლა სტაბილურადაა. ეს ადვილი თამაში არ იქნება. - რობერტო მანჩინი

დღევანდელი შეხვედრა, "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება. იტალიისთვის კი, რომში გამარჯვებას, ტურნირის განმავლობაში სათამაშო მუხტისა და თავდაჯერების შესანარჩუნებლად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

სხვა სტატიები