Belive

საუტგეიტმა ინგლისის ნაკრებში დებიუტანტი - კობი მაინუ გამოიძახა

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეტ საუტგეიტმა, მოახლოებული ამხანაგური შეხვედრებისთვის ,,მანჩესტერ იუანიტედის'' 18 წლის ნახევარმცველი, კობი მაინუ გამოიძახა.

მიმდინარე სეზონში მაინუს ანგარიშზე ,,წითელი ეშმაკების'' მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

,,ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოძახება ჩემთვის დიდი პატივია!'' - დაწერა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.

ინგლისის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

  • მეკარეები: ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), აარონ რამსდეილი (არსენალი), სემ ჯონსტონი (კრისტალ პალასი)

  • მცველები: ბენ ჩილუელი (ჩელსი) ჯონ სტოუნსი, კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი), ჰარი მაგუაიერი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯო გომესი (ლივერპული), ჯერედ ბრენტუეიტი (ევერტონი), ლიუის დანკი (ბრაიტონი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა)

  • ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (რეალი), ჯორდან ჰენდერსონი (აიაქსი), ჯეიმს მედისონი (ტოტენჰემი) დეკლან რაისი (არსენალი), კონორ გალაჰერი (ჩელსი), კობი მაინუ (მანჩესტერ იუნაიტედი)

  • თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი) ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), მარკუს რაშფორიდ (მანჩესტერ იუნაიტედი), ბუკაიო საკა (არსენალი), ჯაროდ ბოუენი (ვესტ ჰემი), კოულ პალმერი (ჩელსი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა), აივან ტოუნი (ბორნმუთი)

ინგლისის ეროვნული ნაკრები მარტში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - საუტგეიტის გუნდი 23-ში ბრაზილიას უმასპინძლებს, 26-ში კი ბელგიას. ორივე შეხვედრა ,,უემბლიზე'' გაიმართება.

სხვა სტატიები