Belive

დღეს, ფინეთი - ინგლისის მატჩზე ქართველ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, ერთა ლიგის B დივიზიონის მე-4 ტურის მატჩში ერთმანეთს ფინეთი და ინგლისი დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება. მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება, ასისტენტები ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია. მეოთხე არბიტრი გიორგი ავაზაშვილი, ვიდეო რეფერის ასისტენტად იმუშავებს ალეკო აფციაური.

გიორგი ყრუაშვილს ბევრ მნიშვნელოვან მატჩზე უმსაჯია, ბოლოს ქართველი არბიტრი 3 ოქტომბერს ევროპა ლიგის შეხვედრაზე მუშაობდა, სადაც ერთმანეთს თელ-ავივის "მაკაბი" და "მიდტიულანდი" დაუპირისპირდნენ.

ქართველ მსაჯთა ბრიგადა ერთა ლიგის მატჩზე

სხვა სტატიები