Belive

ინგლისის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გარეტ საუტგეიტმა, ევრო 2024-სთვის, ინგლისის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა დაასახელა. სამი ლომი გერმანიაში მომავალ კვირაში გაემგზავრება და ტურნირის საბოლოო 26-კაციანი გუნდი პარასკევს საღამოს უემბლიზე, ისლანდიის წინააღმდეგ, ბოლო ამხანაგურს ჩაატარებს. ინგლისს ჯგუფის პირველი შეხვედრა 16 ივნისს, გელზენკირხენში, სერბეთის ნაკრებთან ექნება.

26-კაციანი განაცხადი:

მეკარეები: დინ ჰენდერსონი (კრისტალ პალასი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), აარონ რამსდეილი (არსენალი)

მცველები: ლუის დანკი (ბრაიტონი), ჯო გომესი (ლივერპული), მარკ გუეი (კრისტალ პალასი), ეზრი კონსა (ასტონ ვილა), ლუკ შოუ (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), კირან ტრიპიე (ნიუკასლი), კაილ უოკერი (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული), ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი), კონორ გალაჰერი (ჩელსი), კობი მაინო (მანჩესტერ იუნაიტედი), დეკლან რაისი (არსენალი), ადამ უორტონი (კრისტალ პალასი)

თავდამსხმელები: ჯეროდ ბოუენი (ვესტ ჰემი), ებერეჩი ეზე (კრისტალ პალასი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ენტონი გორდონი (ნიუკასლი), ჰარი კეინი (ბაიერნი), კოულ პალმერი (ჩელსი), ბუკაიო საკა (არსენალი), ივან ტონი (ბრენტფორდი), ოლი უოტკინსი (ასტონ ვილა)

სხვა სტატიები