Belive

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ მაკ ალისტერს დისკვალიფიკაცია გაუუქმა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლივერპულის'' ნახევარმცველი, ალექსის მაკ ალისტერი ,,მერსისაიდელთა'' მომდევნო მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

არგენტინელ ფეხბურთელს, რომელმაც ,,ბორნმუთთან'' შეხვედრაში, რაიან კრისტის წინააღმდეგ უხეშობის გამო წითელი ბარათი მიიღო, სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ,,ლივერპულის'' აპელაცია დააკმაყოფილა და ნახევარმცველს მომავალი შეხვედრების გამოტოვება (ნიუკასლთან, ასტონ ვილასთან და ვულვზთან) აღარ მოუწევს.

,,მერსისაიდელებმა'' პრემიერლიგის მე-2 ტურში ,,ბორნმუთს'' შინ 3:1 მოუგეს. კლოპის გუნდი 4 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები