Belive

ინგლისი პირველია - მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები Goal.com-ის ვერსიით

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

ვებგვერდმა Goal.com-მა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები დაასახელა

რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს ინგლისის ეროვნული ნაკრები, რომელზეც Goal წერს:

იმის გათვალისწინებთ, რაც აქამდე ვნახეთ, ინგლისს ჩემპიონობის საკმაოდ კარგი შანსები აქვს. მართალია, შესარჩევ ეტაპზე ტუხელის გუნდს სუსტი მეტოქეებიც ჰყავდა, თუმცა ინგლისმა სერბეთთან 5:0 იმარჯვა, საბოლოოდ კი გახდა პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც ყველა მატჩი გოლის გაუშვებლად მოიგო. მთავარი კითხვაა, დაამტკიცებს თუ არა ბელინგემი გუნდისთვის მის დიდ მნიშვნელობას? თუმცა, გარკვეულწილად ეს ინგლისისთვის კარგიცაა, რადგან ამით ჩანს, რომ ტუხელი მოედანზე საუკეთესო გუნდის გაყვანაზეა ორიენტირებული და არა ყველა სუპერვარსკვლავის ერთად თამაშზე. შესაძლოა, მომავალ ზაფხულს ინგლისში ფეხბურთი დაბრუნდეს, რადგან, ალბათ, მათი შემადგენლობა ტურნირზე საუკეთესო იქნება.

Goal-ის ვერსიით, მუნდიალის ფავორიტთა ხუთეულში, ასევე, არგენტინა, ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალია მოხვდნენ. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში მეთორმეტეა მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები.

ამ მომენტისთვის გასული 42 ნაკრებიდან ჩემპიონობის ყველაზე დაბალი შანსი ახალ ზელანდიას აქვს, ამ მხრივ ბოლოსწინა პოზიციაზე კატარია.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 20 მთავარი ფავორიტი Goal.com-ის ვერსიით:

  1. ინგლისი

  2. არგენტინა

  3. ესპანეთი

  4. საფრანგეთი

  5. პორტუგალია

  6. ნიდერლანდები

  7. გერმანია

  8. ნორვეგია

  9. მაროკო

  10. იაპონია

  11. კოლუმბია

  12. ბრაზილია

  13. ხორვატია

  14. შვეიცარია

  15. სამხრეთ კორეა

  16. ბელგია

  17. აშშ

  18. სენეგალი

  19. ეკვადორი

  20. ავსტრია

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით აშშ, კანადა და მექსიკა უმასპინძლებენ და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.