,,ინფანტინოს უნდა რცხვენოდეს'' - რუნი ბალოგუნის გაუქმებულ დისკვალიფიკაციაზე
აშშ-ის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ფოლარინ ბალოგუნი, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგებულ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს, ორშაბათს, ბელგიის წინააღმდეგ მერვედფინალურ მატჩში სათამაშოდ მზად იქნება.
სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს დაურეკა და წითელი ბარათის გადახედვა სთხოვა. როგორც ჩანს, ინფანტინომ თხოვნა დააკმაყოფილა.
ფიფას გადაწყვეტილებას ინგლისის ეროვნული ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი, უეინ რუნი გამოეხმაურა:
ვფიქრობ, ეს აბსოლუტური სირცხვილია!
ინფანტინოს უნდა რცხვენოდეს ამის გამო.
სასწორზე თამაშის სპორტული პრინციპები დგას. აშშ-ის მეტოქის ადგილას რომ ვიყო, სრულიად განრისხებული ვიქნებოდი.
ეს ყოველმხრივ არასწორია. დღეს საღამოს ინგლისის ან მექსიკის ნაკრების ფეხბურთელმა წითელი ბარათი რომ მიიღოს, უნდა ჰქონდეს იმის მოლოდინი, რომ მომდევნო მატჩში ითამაშებს? სად გადის ზღვარი?“ - უეინ რუნი
მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სულ 189 წითელი ბარათია ნაჩვენები და დისკვალიფიკაცია მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა აირიდა. მეორე ასეთი შემთხვევა 1962 წელს მოხდა, როდესაც გარინჩა ჩილესთან ნახევარფინალში გააძევეს, თუმცა ჩეხოსლოვაკიასთან ფინალში მაინც ითამაშა. თუმცა, იმ პერიოდში ავტომატური დისკვალიფიკაცია არ არსებობდა და გადაწყვეტილებას მსაჯების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. სპეციალური კომიტეტი იღებდა.
😡 "I think it's an absolute disgrace. Infantino should be ashamed of this."https://t.co/posLKzjxS1
— Mirror Football (@MirrorFootball) July 6, 2026