ინძაგი: ,,ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა''
,,ინტერის'' მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' წაგებული ფინალური მატჩი შეაფასა:
,,ჩვენ შესანიშნავი თამაში გვქონდა და ამით უნდა ვიამაყოთ. ჩემს ფეხბურთელებს სათითაოდ ჩავეხუტე, რადგან ისინი, ისევე როგორც ჩვენი გულშემატკივრები, არაჩვეულებრივები იყვნენ და განსხვავებულ შედეგს იმსახურებდნენ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მათ საყვარელი გუნდის დღევანდელი თამაშით სიამოვნება მიიღეს. გუშინ ვთქვი, რომ ამ ფეხბურთელებს არავისში არ გავცვლიდი და დღეს ყველამ დაინახა თუ რატომ.
ყველამ ნახა, რა მოხდა ბოლო 25 წუთის განმავლობაში. როგორც ჩანს, ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა. სამწუხაროდ, ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხდა. ძელს მოვარტყით, ბურთი კარის ხაზზე იყო, ერთ-ერთი დარტყმული თანაგუნდელს მოხვდა... ჩვენ ვითამაშეთ ,,მანჩესტერ სიტისთან'' საკუთარი ძალების გამოყენებით და ეს ძალიან, ძალიან კარგად გავაკეთეთ,'' - ინძაგის სიტყვებს Football Italia ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ინტერს” 1:0 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა.