Belive

ინძაგი ალ ჰილალის შეთავაზებას დათახმდა, ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გადაწყდება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელი სიმონე ინძაგი შესაძლოა საუდის არაბეთის კლუბ ალ ჰილალში გადავიდეს. იტალიელი სპეციალისტის გუნდის ცვლილებაზე ბოლო დროს ხშირად იწერება, მაგრამ ცნობილი სპორტული ჟურნალისტი საშა ტავოლიერი იმ ფაქტსაც ადასტურებს, რომ სიმონე უკვე შეთავაზებას დათანხმდა.

ტავოლიერის ინფორმაციით ინძაგი ალ ჰილალში გადასვლას სერიოზულად განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არაფერია ხელმოწერილი, ზოგიერთი დეტალი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ შედგება. მისი ცნობით მილანის ინტერის ამჟამინდელმა მწვრთნელმა საუდის არაბეთის კლუბს "მწვანე შუქი" აუნთო და ალ ჰილალში გადასვლას წლიური 25 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დათანხმდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ინძაგის ოჯახი უკვე რიადში უკვე იმყოფებოდა და იქ მოთამაშე, ლაციოს ყოფილი მოთამაშის სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ოჯახთან ერთად კლუბი, საცხოვრებელი ადგილი და სკოლები მოინახულა.

სხვა სტატიები