"იმედია, ეს სხვებზეც მოახდენს გავლენას" - რონალდინიო რავენასთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ
46 წლის ასაკში პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განახლების შემდეგ, ბრაზილიელმა ლეგენდამ, რონალდინიომ ახალი გამოწვევის შესახებ ისაუბრა.
"ამდენი წლის განმავლობაში ჩიპრიანის ოჯახთან არსებული მეგობრობის შემდეგ, როგორც იქნა, ეს შესაძლებლობაც გამოჩნდა. ასე რომ, უკიდურესად ბედნიერი ვარ და იმედი გვაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის.
ჩვენ უკვე მრავალი წელია ვმეგობრობთ, ამიტომ ეს ყველაფერი მარტივად, პირდაპირ და იოლად მოხდა. ორივეს ძალიან გვინდა, რომ რავენამ წარმატებას მიაღწიოს და საქმეები კარგად წავიდეს. ჩვენ ძალიან მსგავსი იდეები გვაქვს და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამ საქმეს ერთად.
იმედი მაქვს, ეს გავლენა მაქსიმალურად პოზიტიური იქნება, არა? იმედია, ეს სხვებსაც მისცემს მოტივაციას, რომ გააგრძელონ გზა და მიეცეთ შანსი, აისრულონ ოცნებები, ისევე როგორც მე ავიხდინე ჩემი. ასე რომ, იმედი მაქვს, ამას დადებითი გავლენა ექნება", - ამბობს რონალდინიო.
რავენა იტალიის სერია A-ს ბინადარი გუნდი გახლავთ. ამ ნაბიჯს დიდი მარკეტინგული კომპონენტი აქვს და არსებობს შანსი, რომ ფეხბურთელი კლუბის აქციონერი გახდეს. ასე რომ, ჯერ კიდევ დაზუსტებით არ არის ცნობილი, რა სტატუსით შეუერთდება რონალდინიო რავენას და მიიღებს თუ არა მონაწილეობას სეზონის განმავლობაში გუნდის მატჩებში. ბრაზილიელს 2015 წლის 26 სექტემბრის შემდეგ, ფლუმინენსეში გამართული შეხვედრის შემდეგ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა აღარ მიუღია.
კარიერის განმავლობაში ბარსელონას, მილანის, პსჟ-ს, ბრაზილიის ნაკრების ვეტერანმა ლეგენდამ არაერთი მნიშვნელოვანი გუნდური და ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, მათ შორის ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს ჩემპიონატი, კონფედერაციის თასი, კოპა ამერიკა, ლიბერტადორესის თასი, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები.
📝 𝗗𝗘𝗔𝗟 𝗗𝗢𝗡𝗘: Ronaldinho has signed with Serie C side Ravenna FC at the age of 46.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) June 20, 2026
🚨 𝗘𝗫𝗣𝗟𝗔𝗜𝗡𝗘𝗗: Ravenna honorary vice-president Ariedo Braida has explained that Ronaldinho won't actually feature in Serie C action when the 2026/27 season starts.
🗣️ Braida:… pic.twitter.com/v1WwzC1jmw