Belive

"იმედი მაქვს გულიაშვილი რამდენიმე დღეში ვარჯიშებს სრული მზადყოფნით განაახლებს" - სარაევოს მწვრთნელი

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი გულიაშვილმა 2 აპრილს, ბოსნიის თასის 1/2-ფინალში "ბორაც ბანია ლუკასთან" გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ 5 შეხვედრა გამოტოვა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა, "სარაევომ" გუშინ კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა, სადაც "სლობოდას" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ზორან ზეკიჩმა გიორგი გულიაშვილის ტრავმაზე ისაუბრა და მისი დაბრუნების დაახლოებითი თარიღი დაასახელა:

თავდაპირველად გვითხრეს, რომ 3 კვირა არ ითამაშებდა, შემდეგ 5-6... იმედი მაქვს რამდენიმე დღეში ვარჯიშებს სრული მზადყოფნით განაახლებს და თასის ფინალისთვის მზად იქნება. - ზორან ზეკიჩი - "სარაევოს" მთავარი მწვრთნელი

მწვრთნელის საუბრიდან გამომდინარე, გიორგი გულიაშვილი კიდევ ორ შეხვედრას 27 აპრილს "ჟელეზნიჩარის", ხოლო 3 მაისს "სლოგა დობოის" წინააღმდეგ გამოტოვებს. 7 მაისს კი ბოსნიის თასის ფინალში, "შიროკი ბრიოგის" წინააღმდეგ დიდი ალბათობით ითამაშებს.

ქართველი შემტევი ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირებს დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, მაგრამ ტრავმის გამო 4 უმაღლესი ჩემპიონატის შეხვედრა გამოტოვა და მას 1 გოლით მიხაელ მლინარიჩმა გადაუსწრო. გიორგის 16 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. ამას გარდა მან მიმდინარე სეზონში 4 გოლი ბოსნიის თასზე გაიტანა, 1 კი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოზე.

სხვა სტატიები