Belive

ილქაი გიუნდოგანი მანჩესტერში ჩავიდა: გერმანელი ინგლისში ბრუნდება

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ილქაი გიუნდოგანი "ბარსელონადან" კარიერას ისევ "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული მედია ავრცელებს.

გერმანელი ფეხბურთელი ყოფილ გუნდში დაბრუნდება, რომლის შემადგენლობაშიც 2016-დან 2023 წლამდე ითამაშა და ყველა შესაძლო ტიტული არაერთხელ მოიგო.

ცნობილია, რომ გიუნდოგანი ესპანეთიდან ინგლისში უკვე ჩაფრინდა, მალე ყველა ფორმალურ დეტალს მოაგვარებს და უახლოეს ხანებში მისი ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

გიუნდოგანი ინგლისური გრანდიდან ესპანურში 2023 წლის ზაფხულში გადავიდა და კატალონიელთა მაისურით ერთი სეზონის განმავლობაში ითამაშა.

სხვა სტატიები