Belive

ილქაი გიუნდოგანი გალათასარაის ფეხბურთელია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ილქაი გიუნდოგანი გალათასარაის ფეხბურთელია - კონტრაქტზე ხელის მოწერა დღის ბოლომდე მოხდება. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გიუნდოგანმა მანჩესტერ სიტი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 34 წლის ნახევარმცველი გალათასარაის ღირსებას 2 წლით დაიცავს და თურქულ გრანდში 2027 წლის ივლისამდე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანმა მანჩესტერ სიტის მაისურით ჩატარებულ პრემიერ ლიგის 221 მატჩში 45 გოლის გატანა შეძლო. გიუნდოგანი ხუთჯერ გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი და 2022/23 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ტიტულსაც დაეუფლა.

სხვა სტატიები