Belive

იკერ კასილასი და სერხიო რამოსი ილია თოფურიას გამარჯვებას გამოეხმაურნენ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ილია თოფურია UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია. ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. მატადორმა მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში ნოკაუტით გათიშა და დივიზიონს სათავეში ჩაუდგა.

ქართველი მებრძოლის გამარჯვებას ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები გამოეხმაურნენ, სერხიო რამოსმა და იკერ კასილასმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნეს და ილია თოფურიას გამარჯვება მიულოცეს

რა მომენტია ძმაო!!

დონ ილია თოფურია

გილოცავ

ისიამოვნე, შენ ამას იმსახურებ

ნომერ პირველი ხარ - სერხიო რამოსი
იკერ კასილასის სთორი ინსტაგრამზე

სხვა სტატიები