Belive

IFFHS-მა 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2021 წლის საუეკთესო ფეხბურთელად პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ,,ბაიერნის'' თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა. 33 წლის ფორვარდმა გამოკითხვაში 150 ქულა მიიღო და მეორეადგილოსან ლეო მესის 45 ქულით აჯობა. ხუთეულში, ასევე, ჟორჟინიო (40), კევინ დე ბრუინე, (35) მოჰამედ სალაჰი და კილიან მბაპე (ორივეს 20-20 ქულა) მოხვდნენ. მეშვიდე ადგილს დასჯერდა კრიშტიანუ რონალდუ. 2021 წლის 10 საუკეთესო ფეხბურთელი IFFHS-ის ვერსიით:
  1. რობერტ ლევანდოვსკი
  2. ლეო მესი
  3. ჟორჟინიო
  4. კევინ დე ბრუინე
  5. მოჰამედ სალაჰი
  6. კილიან მბაპე
  7. კრიშტიანუ რონალდუ
  8. ნ'გოლო კანტე
  9. ჯანლუიჯი დონარუმა
  10. ერლინგ ჰოლანდი

სხვა სტატიები