Belive

იბრაჰიმოვიჩმა ყველაზე დაძაბული დერბი დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყველაზე დაძაბული და საინტერესო დერბი დაასახელა. შვედი თავდამსხმელი იმ მატჩებს შეეხო, სადაც უთამაშია.
"ყველაზე დაძაბული დერბი, რომელშიც მითამაშია ელ კლასიკოა. თუმცა არანაკლებ საინტერესო და კარგი სანახავია დერბი დელა მადონინა, ინტერი მილანის წინააღმდეგ. ეს ორივე დიდებული დერბია" - განაცხადა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ შვედ თავდამსხმელს "ბარსელონას" მაისურით "ელ კლასიკო" ნათამაშები აქვს. ასევე, ის "მილანისა" და "ინტერის" ღირსებასაც იცავდა.

სხვა სტატიები