ზლატანი მილანში კიდევ ერთი წლით დარჩა
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე წუთის წინ, ცნობილმა სპორტულმა გამოცემა Bleacherreport-მა სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა, რომ შვედი ფორვარდი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი “მილანის” წინადადებას დათანხმდა და იტალიურ გრანდში კიდევ ერთი წლით დარჩება (2022 წლამდე). იგი რამდენიმე საათში უკვე ოფიციალურ კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ ზლატანი "მილანში" 2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაბრუნდა და 34 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლით თავი 25-ჯერ გამოიჩინა.Zlatan Ibrahimovic and AC Milan have agreed to a one-year contract extension, per @RaimondoDM ✍️ Not done yet 😤 pic.twitter.com/JHlPFkomxl — B/R Football (@brfootball) April 5, 2021