იბრაჰიმოვიჩი ლუკაკუსთან კონფლიქტის შემდეგ: "ზლატანის სამყაროში რასიზმის ადგილი არ არის"
კოპა იტალიას მეოთხედფინალში, სადაც "დერბი დელა მადონინა" შედგა, "ინტერმა" "მილანს" - 2:1 აჯობა. მატჩის მიმდინარეობისას, ერთმანეთს ყოფილი თანაგუნდლეები, რომელუ ლუკაკუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუპირისპირდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელებმა ერთმაენთის ოჯახის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურეს. ინციდენტის შემდეგ, რომელმაც მთელი მსოფლიოს საფეხბურთო საზოგადოება მოიცვა, შვედმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში რასიზმის საწინააღმდეგო პოსტი განათავსა. "ზლატანის სამყაროში რასიზმის ადგილი არ არის. ჩვენ ყველა ერთი და იგივე რასის ვართ, ყველანი თანასწორები ვართ! ჩვენ ყველანი ფეხბურთელები ვართ - ვიღაც უბრალოდ სხვებზე უკეთესია", - წერს 39 წლის ფეხბურთელი Twitter-ში.
ყოფილი თანაგუნდელების კონფლიქტს "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი რამ დაწერა: "ზლატანი და რასისტი? მას მე ძალიან ვუყვარვარ და არის ის ბოლო პიროვნებაა, რომელსაც შემიძლია რასისტი ვუწოდო. მოდი და ნუ გაგეცინება ამაზე".In ZLATAN’s world there is no place for RACISM. We are all the same race - we are all equal !! We are all PLAYERS some better then others.https://t.co/DhguHUOFte — Zlatan Ibrahimović (@Ibra_official) January 27, 2021
მიმდინარე სეზონში, ზლატანმა ყველა ტურნირზე 15 შეხვედრაში ითამაშა და 14 გოლის გატანა მოახერხა, მის აქტივში ასევე 2 საგოლე გადაცემაა.Zlatan... racist? 🤨 He loves me too much so he's the last person I'd think of as racist! Come on, don't joke with that one! 🤣 — Paul Pogba (@paulpogba) January 27, 2021