იბერიამ პირველი ბარიერი გაიარა - მომავალი მეტოქე სლოვანია
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, იბერიამ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ესტონურ ფლორას უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ესტონეთში გამართულ პირველ დაპირისპირებაში, ქართველებმა 2:3 გაიმარჯვეს, ასე რომ, თბილისელებმა პირველი ბარიერი (5:4) გაიარეს და საკვალიფიკაციოს მეორე ეტაპზე ბრატისლავის სლოვანს შეხვდებიან.
იბერიამ პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარა და ნიკა სიხარულაშვილის დუბლით 2:0 მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში უპირატესობა სტუმარ გუნდს გადააბარა, რითაც ფლორამ ისარგებლა და ჯერ 69-ე წუთზე შეძლეს ანგარიშის სხვაობის შემცირება, ხოლო 84-ზე პენალტიდან გაათანაბრეს კიდეც. საბედნიეროდ, იბერიამ მოახერხა ამ ანგარიშის საფინალო სასტვენამდე მიტანა.
იბერია სლოვანს პირველ მატჩში, თბილისში, 21 ივლისს მიიღებს.