იბერიამ მალმიოსთან მე-2 მატჩშიც წააგო და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში იბერია 1999 მალმიოსთან სტუმრად 1:3 დამარცხდა. შედეგად, ქართულმა გუნდმა ორი შეხვედრის ჯამში 2:6 წააგო და ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპს გამოეთიშა.
კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე იბერია 1999-ის მეტოქე ესტონეთის მოქმედი ჩემპიონი, ლევადია იქნება, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან ლატვიურმა RFS-მა გამოაგდო.
იბერიასა და ლევადიას შორის პირველი შეხვედრა 24 ივლისს, ესტონეთში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 31 ივლისსაა ჩანიშნული.