ევროპა ლიგა ან კონფერენს ლიგა | იბერიამ ევროტურნირის საგზური გაიფორმა
22-წლიანი ლოდინი დასრულებულია - იბერია 1999-მა ევროტურნირის ძირითადი ბადის საგზური გაიფორმა, რაც ქართულმა გუნდმა ბოლოს 2004-2005 წლების სეზონში შეძლო (დინამო თბილისმა უეფას თასზე).
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ისტორიული გამარჯვება ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლარნეს (ჩრდ. ირლანდია) წინააღმდეგ მოიპოვა, რომელსაც დამატებით დროში აჯობა.
ამ მოგებით იბერია ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, სადაც რეინჯერსს ან იაგელონიას შეხვდება. გუნდებს შორის პირველი მატჩი პოლონელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, საპასუხო დაპირისპირება კი ხუთშაბათს, 13 აგვისტოს, შოტლანდიაში გაიმართება.
თუ იბერია პლეი-ოფის გადალახვას ვერ შეძლებს, ანდრეი დემჩენკოს გუნდს ევროტურნირზე თამაში მაინც განაღდებული ექნება, ასეთ შემთხვევაში ქართული კლუბი კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.