იაროსლავ რაკიცკიმ ზენიტი დატოვა
უკრაინელი მცველი, იაროსლავ რაკიცკი, სანკტ-პეტერბურგის ,,ზენიტიდან'' წამოვიდა. ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 32 წლის ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი მისივე თხოვნით, მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო გაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა რუსულ ჯარს თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდა. რაკიცკი ,,ზენიტში'' 2019 წელს გადავიდა, რის გამოც უკრაინაში მწვავედ გააკრიტიკეს. იმავე წელს მცველმა სანაკრებო კარიერა დაასრულა.
2 марта по просьбе Ярослава Ракицкого досрочно прекращено действие контракта с ним. Мы искренне желаем благополучия родным и близким Ярослава Ракицкого и, конечно, выражаем надежду увидеться на футбольных полях. Подробности: https://t.co/ZfSDtiMQoI pic.twitter.com/5vCuw92adP — ФК «Зенит» (@zenit_spb) March 2, 2022