Belive

იანისი ალ ჰილალს: ,,შეგიძლიათ, მე წამიყვანოთ, მბაპეს ვგავარ''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილუოკი ბაქსის'' სუპერვარსკვლავი, იანის ანტეტოკუნმპო დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ,,ალ ჰილალი'' მზადაა, კილიან მბაპეს 700 მილიონ ევრომდე გადაუხადოს, ხუმრობით გამოეხმაურა:

,,შეგიძლიათ მე წამიყვანოთ, კილიან მბაპეს ვგავარ,'' - მიმართავს არაბულ გუნდს ,,ბაქსის'' ფორვარდი.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, დღეს ,,ალ ჰილალმა'' ,,პარი სენ ჟერმენს'' კილიან მბაპეს სანაცვლოდ 300 მილიონი ევრო შესთავაზა.

არაბული კლუბი უშუალოდ ფეხბურთელს კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, ხელფასის სახით 200 მილიონ ევროს გადაუხდის, რაც კომერციული გარიგების გათვალისწინებით 700 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

სხვა სტატიები