Belive

იან ობლაკმა გენიალური მიღწევა დააფიქსირა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ატლეტიკო მადრიდის მეკარემ, იან ობლაკმა სამორას თასი მეექვსედ მოიგო და ლა ლიგის ისტორიაში ეს საუკეთესო მაჩვენებელია, რადგან აღნიშნული ჯილდო მასზე მეტჯერ არავის მოუგია. სლოვენიელმა მეკარემ ანტონი რამალეტსს და ვიქტორ ვალდესს გადაასწრო, რომელთაც თანაბარი 5-5 ტიტული ჰქონდათ მოგებული.

სამორას ჯილდო გადაცემა მეკარეს, რომელსაც გაშვებული გოლების მიხედვით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. ობლაკმა, 2024/25 წლების სეზონში 38-დან 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 30 გოლი გაუშვა, 15-ჯერ კი კარი მშრალად შეინახა.

სხვა სტატიები