იამალმა გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა - ატლეტიკოსთან თამაში სათუოა
'ბარსელონამ' ლა ლიგის 25-ე ტურში, გასვლაზე 'ლას პალმასი' 0:2 დაამარცხა და 26-ე ტურს ლიდერის რანგში ხვდება.
აღნიშნული მატჩის შემდეგ, ბარსას ერთ-ერთმა ლიდერმა, ლამინ იამალმა მსაჯებზე უკმაყოფილება გამოხატა. 17 წლის ფეხბურთელმა Instagram-ზე დაზიანებული ფეხის ფოტო განათავსა, წარწერით: "ჯარიმა არაა!"

როგორც ჩანს, იამალის ეს ტრავმა, რომელიც მსაჯმა ჯარიმის დასადებად საკმარი არ აღმოჩნდა, სერიოზული აღმოჩნდა, რის გამოც ლამინე იამალი გუნთან ერთად ვერ ვარჯიშობს და სავარაუდოა, რომ იგი თასის 1/2-ფინალურ მატჩს "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამოტოვებს.
17 წლის სუპერვარსკვლავმა დღეს, მატჩამდე 1 დღით ადრე, გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა - ჯერჯერობით უცნობია, ვარჯიშობს თუ არა დამოუკიდებლად ლამინე იამალი.
"ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" პირველი დაპირისპირება 26 თებერვალს, თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება, საპაუსო მატჩი კი 2 აპრილს 23:30 საათზე შედგება.