იამალის შემდეგ როდრიც - ესპანეთის ნაკრებს ლიდერები აკლდება
საქართველოს ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 6 ოქტომბრიდან დაიწყებს. ჩვენი ნაკრები 11 ოქტომბერს ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 14-ში თურქეთში გაემგზავრება.
უკვე დადასტურდა, რომ ესპანეთის ნაკრებს ორი ლიდერი - ლამინე იამალი და როდრი გამოაკლდათ.
ლამინე იამალს ტრავმა გაურთულდა, რის გამოც იგი მოედანზე პირდაპირ ბარსელონას, სანაკრებო მატჩების დასრულების შემდეგ დაუბრუნდება, რაც შეეხება როდრის, 2024 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა, პრემიერ ლიგის ბოლო ტურში კუნთის ტრავმა მიიღო და მან თავად დაადასტურა, რომ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობიდან ამოვარდა.
ასევე, ჯერჯერობით უცნობია ფაბიან რუისის ამბავი, რომელმაც ბოლო ტურში ლილთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა ესპანურ მედიაში იწერება, რომ რუისს ტრავმა აწუხებს, რის გამოც შესაძლოა სანაკრებო შეკრებაზე ვერ გაემგზავროს.
"ვიმედოვნებ, რომ მოედანზე 2-3 კვირაში, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ დავბრუნდები და ევერტონთან თამაშს შევძლებ..." - როდრი
🚨 Rodri will not join Spain team after suffering muscle injury on Sunday.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 6, 2025
He’s feeling better but no risk with national team. “I hope to be available in two weeks time for Everton game”, he said. pic.twitter.com/U6X17pvtOL
ამ დროისთვის უცნობია, თუ ვის გამოიძახებს ლუის დე ლა ფუენტე დაშავებული იამალისა და როდრის ნაცვლად.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთისა და საქართველოს მატჩი 11 ოქტომბერს, 22:45 საათზე გაიმართება.