Belive

იამალის მამა: "ხალხი ჩემი შვილის შურით კვდება"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლამინე იამალი 18 წლის 13 ივლისს გახდა და მან ამ დღეს დიდი წვეუულება მოაწყო. ახალგაზრდა ვარსკვლავის დაბადების დღეს უამრავი ადამიანი, მათ შორის სტრიმერები, ინფლუენსერები, თანაგუნდელები და მუსიკოსები ესწრებოდნენ.

ეს წვეულება განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ადამიანები (ჯუჯები) დაიქირავეს, რათა დაბადების დღის სხვადასხვა ღონისძიებაში მიეღოთ მონაწილეობა. ადამიანის უფელბადამცველმა ორგანიზაციებმა, ესპანურ პოლიციას, ამ საქმის გამოძიება მოსთხოვა. შვილის გამართლება მის მამას, მუნირ ნასრაუის მოუწია.

მე კრიტიკას არ ვუსმენ - მხოლოდ საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი ძალიან კარგი ადამიანია. საქმე იმაშია, რომ ადამიანები, იმის ნაცვლად, რომ დაინახონ, რა ხდება მათ გარშემო, სხვებს უყურებენ და შურით კვდებიან. ეს მათი პრობლემაა.

ის ახალგაზრდა ბიჭია. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის ბავშვია, რომელსაც ახლახანს შეუსრულდა 18 წელი და მასაც აქვს უფლება, ისიამოვნოს ცხოვრებით. ყველას გვესმის, რომ ის პროფესიონალი სპორტსმენია, მაგრამ ის ისეთივე ბავშვია, როგორც ყველა სხვა - ჰყავს მეგობრები, ჰყავს მზრუნველი მშობლები და აქვს უამრავი ინტერესი. - განუცხად მუნირ ნასრაუიმ Europa Press-ს

შეგახსნებთ, რომ ლამინე იამალი ოფიციალურად გახდა ბარსელონას ახალი 10 ნომერი. აქამდე ესპანელი მოთამაშე 19 ნომრით თამაშობდა, 10-იანი კი ანსუ ფატის ეკუთვნოდა, რომელიც გუნდიდან წავიდა და ეს ნომერიც გათავისუფლდა.

სხვა სტატიები