იამალი შვებულებას ბრაზილიაში, ნეიმართან ერთად ატარებს
ლამინე იამალი დასვენების დროსაც კი ყურადღების ცენტრშია. ბარსელონას ახალგაზრდა ვარსკვლავმა ზაფხულის არდადეგები ბრაზილიაში გამგზავრებისთვის გამოიყენა, სადაც ის თავის ერთ-ერთ უდიდეს საფეხბურთო კერპს - ნეიმარს შეხვდა. მათ ერთად გატარებული დროის რამდენიმე მომენტი გააზიარეს, რამაც სოციალურ მედიაში გულშემატკივრების ყურადღება სწრაფად მიიპყრო.
ნეიმარის ინსტაგრამ სთორი
ნეიმარმა თავის Instagram-ის ანგარიშზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ლამინე იამალი რიო დე ჟანეიროს სანაპიროზე თამაშობს. მალევე, ბარსას ფეხბურთელმა პოსტი გადააზიარა და დაადასტურა, რომ ისინი დასვენების რამდენიმე დღეს ერთად გაატარებენ. მათი კავშირი მოედნის ფარგლებს სცდება: ლამინე ხშირად საუბრობს ბრაზილიელის მიმართ აღფრთოვანებაზე, მის სტილსაც კი ბაძავს - მაგალითად, როდესაც მან თმა ქერად შეიღება ესპანეთის თასის ფინალის წინ.
ახალგაზრდა ვინგერი წინასასეზონო მზადებას 13 ივლისს დაუბრუნდება, რაც ასევე მისი დაბადების დღეცაა - იამალი 18 წლის ხდება.