იამალი: ,,ბარსელონას მესი ჰყავდა, მაგრამ ნეიმარი სულ სხვა იყო''
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის ,,ბარსელონას'' შემტევმა, ლამინე იამალმა, განაცხადა, რომ მისი კუმირი ყოველთვის ნეიმარი იყო:
,,ჩემთვის კუმირი ყოველთვის ნეიმარი იყო, ნამდვილი ვარსკვლავი და ლეგენდა... 5 წლის ვიყავი, როცა მისი თამაში სანტოსში ვნახე, 7-ის კი, როცა მას კამპ ნოუზე ვუყურებდი. ეს უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.
დიახ, ამ ბარსელონას მაშინ მესი ჰყავდა, რომელიც ასევე საოცარად თამაშობდა, მაგრამ ნეიმარი სულ სხვა იყო.'' - ლამინე იამალი
ნეიმარი ,,ბარსელონაში'' 2013-2017 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა კატალონიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 186 შეხვედრაში 105 გოლი გაიტანა და 76 საგოლე გადაცემა მიითვალა.