იაია ტურე საკუთარ თავს პრემიერლიგის ისტორიაში 20 საუკეთესო ნახევარმცველს შორის არ მოიაზრებს
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' ყოფილი ფეხბურთელის, იაია ტურეს აზრით, ის პრემიერლიგის ყველა დროის 20 საუკეთესო ნახევარმცველს შორის არ შედის:
,,ვარ თუ არა პრემიერლიგის ისტორიაში 20 საუკეთესო ნახევარმცველს შორის? არა, არა! მოედანზე გადაწყვეტილების მიმღები ფეხბურთელი არ ვყოფილვარ, ხვდებით? შეიძლება, გულშემატკივრების თვალით ეს სხვაგვარად ჩანს, ყველას საკუთარი აზრი აქვს და ჩემთვის ეს ყველაფერი მისაღებია.'' - იაია ტურე
იაია ტურე ,,მანჩესტერ სიტიში'' 2010-2018 წლებში თამაშობდა. ნახევარმცველმა ,,ქალაქელებთან'' ერთად პრემიერლიგა (3-ჯერ), ინგლისის თასი, ლიგის თასი (2-ჯერ) და სუპერთასი მოიგო.
აფრიკელი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,სიტის'' მაისურით ჩატარებულ 316 თამაშში 79 გოლია.
Yaya Toure doesn't think he's top 20 Premier League midfielders of all time 🤯 pic.twitter.com/Fa0BHBljjP
— GOAL (@goal) February 5, 2025