Belive

ჰოლანდის დაცინვაში, პსჟ-ს მხოლოდ 1-მა ფეხბურთელმა არ მიიღო მონაწილეობა

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

  ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელებმა ერლინგ ჰოლანდს დასცინეს. თამაშის დასრულების შემდეგ, გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა, გამარჯვება მედიტაციის სტილში აღნიშნა - ზუსტად ისე, როგორც ეს ჰოლანდმა, პირველ შეხვედრაში გატანილი გოლის დრო გააკეთა. ფეხბურთის გულშემატკივრებმა პარიზელთა საქციელი უღირსად შერაცხეს. საინტერესო ფაქტია, რომ 19 წლის ფეხბურთელის დაცინვაში მხოლოდ 1-მა ფეხბურთელმა არ მიიღო მონაწილეობა. მოდით, მთელ ისტორიას გადავავლოთ თვალი.


ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პარიზში თამაშის წინ, ჰოლანდმა გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით: "ეს ქალაქი ჩემია და არა თქვენი."
განმეორებით შეხვედრაში, ნეიმარმა გატანილი გოლი ზუსტად ისე აღნიშნა, როგორც ამას ჰოლანდი აკეთებს.

"პარი სენ-ჟერმენმა" დორტმუნდის "ბორუსია" დამაჯერებლად დაამარცხა და თამაშის შემდეგ, ჰოლანდი მთელმა გუნდმა "დატროლა".
ES3hq5LU0AYJfjC
თითქოს ეს საკმარისი არ იყო, კილიან მბაპემ გასახდელიდან ვიდეო გააზიარა, სადაც მისი სამიზნე კვლავ ნორვეგიელი ფეხბურთელი გახლდათ.  

ურუგვაელი ედისონ კავანი იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ჰოლანდის დაცინვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა


უგუგვაული Ovacion-ის თანახმად, კავანიმ ნეიმარი გოლის ასეთი ჟესტით აღნიშვნის გამო, გააკრიტიკა და ვიდეოს გადაღებისას, მბაპესაც არ შეუერთდა. თამაშის დასრულების შემდეგ, ნეიმარმა საკუთარ ინსტაგრამზე ფოტოც განათავსა, წარწერით: "ეს ქალაქი ჩვენია და არა შენი."
 
View this post on Instagram
 

P🗼R I S our city, not yours 👌🏽

A post shared by ene10ta Érre 🇧🇷 👻 neymarjr (@neymarjr) on

ერლინგ ჰოლანდმა Esporte Interativo-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მედიტაციით ხშირად არის დაკავებული: "მედიტაცია ძალიან მიყვარს, ამ დროს თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ. გოლის აღნიშვნისას, ამ ფორმას სწორედ ამიტომ გამოვიყენებ," განაცხადა ჰოლანდმა.

სხვა სტატიები