Belive

ჰოლანდი: ,,მილოშევიჩმა მეძავი მიწოდა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ ვარ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, შვედეთთან მატჩში ალექსანდრ მილოშევიჩთან მომხდარ კონფლიქტზე ისაუბრა:
,,თავიდან მან მეძავი მიწოდა, მაგრამ, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არ ვარ. შემდეგ მითხრა, რომ ფეხის მოტეხვას მიპირებდა, წუთნახევარში კი გოლი გავიტანე. ეს მშვენიერი იყო (იცინის),'' - ჰოლანდის სიტყვებს TV2-ი ციტირებს.
ნორვეგიელის კომენტარს მილოშევიჩი გამოეხმაურა, რომელმაც ჰოლანდის ბრალდება უარყო:
,,მისთვის მეძავი არ მიწოდებია. ჩემზე ამის თქმა სამარცხვინოა, რადგან მე ნორვეგიულად არ ვლაპარაკობ, ის კი შვედურად, ასე რომ, ვერ ვხვდები, საერთოდ რა გაიგო... მოედანზე არც ინგლისურად ვსაუბრობ, ამიტომ გამიკვირდა, როცა მან დამაბრალა ის, რაც არ მითქვამს. იყო თუ არა დაძაბულობა ჩვენ შორის? არა, ნამდვილად არა. არის თუ არა ის საუკეთესო ფეხბურთელი ვის წინააღმდეგაც მითამაშია? არა,'' - განაცხადა მილოშევიჩმა.
ერთა ლიგის შეხვედრაში შვედეთმა ნორვეგიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩში ჰოლანდმა დუბლი გაიფორმა.

სხვა სტატიები