Belive

დიოკერეში პირველია - ფეხბურთელები, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,სპორტინგის'' თავდამსხმელი, ვიქტორ დიოკერეში საოცარ ფორმაშია. 26 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 23, წელს კი 53 გოლი აქვს გატანილი, რითაც მსოფლიოში პირველია.

დიოკერეშმა 48 გოლის გატანა ლისაბონური კლუბის მაისურით შეძლო (46 მატჩში), 5 გოლი კი ეროვნულ ნაკრებში გაიტანა (5 მატჩში).

შვედს სულ 1 გოლი აკლია გასული წლის საუკეთესო შედეგის გამეორებამდე, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ დააფიქსირა.

წლის ბომბარდირთა შორის 42 გოლით მე-2 ადგილს ჰარი კეინი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი ერლინგ ჰოლანდია (40 გოლი):

  1. ვიქტორ დიოკერეში - 53 გოლი

  2. ჰარი კეინი - 42 გოლი

  3. ერლინგ ჰოლანდი - 40 გოლი

  4. ვუ ლეი - 39 გოლი

  5. მარტინ კაუტერუჩო - 39 გოლი

  6. ჯონათან დევიდი - 36 გოლი

  7. კრიშტიანუ რონალდუ - 35 გოლი

  8. ალექსანდრ მიტროვიჩი - 35 გოლი

  9. აიუბ ელ-ქააბი - 34 გოლი

  10. კილიან მბაპე - 33 გოლი

  11. აკრამ აფიფი - 33 გოლი

სხვა სტატიები