Belive

,,ჰოლანდი კანკალებს, როცა კუკურელია მოდის'' - ესპანელის სიმღერა სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ გამართულ წვეულებაზე, ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ,,ჩელსის'' მცველმა, მარკ კუკურელიამ, მშობლიურ ენაზე სიმღერა შეასრულა და ,,სიტის'' თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი დამცინავად მოიხსენია:

კუკურელია პაენას (ესპანური კერძი) ჭამს,

კუკურელია ესტრელას (ესპანური ლუდი) სვამს,

ჰოლანდი კანკალებს, როცა კუკურელია მოდის...

რამდენიმე დღის წინ, კუკურელიას The Athletic-თან ინტერვიუში ჟურნალისტმა უთხრა, რომ ესპანეთს ნაკრების წევრები მას ყველაზე მხიარულ პერსონაჟად მოიხსენიებენ, რაზეც მცველმა თქვა:

ჩემი პიროვნება ასეთია... სახლში მშობლებიც ამას მეუბნებიან. როცა არის მომენტი, რომ სერიოზულად საუბარი გვჭირდება, ყოველთვის ვხუმრობ ან რაღაც სისულელეს ვამბობ. ჩემი მშობლები ამბობენ, რომ ჩემთან სერიოზულად ლაპარაკი შეუძლებელია.

კუკურელიას სიმღერამ სოციალური ქსელი მოიცვა და, შესაძლოა, ჰოლანდის ყურამდეც მივიდა. ნორვეგიელისთვის ეს, ალბათ, დამატებითი მოტივაცია იქნება - პრემიერლიგის პირველ ტურში ერთმანეთს სწორედ ,,ჩელსი'' და ,,მანჩესტერ სიტი'' ხვდებიან.

სხვა სტატიები