Belive

ჰიიპიამ დაასახელა თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფინეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლივერპულის'' ყოფილმა მცველმა, სამი ჰიიპიამ, კარიერის ყველაზე რთულ მეტოქეებად ტიერი ანრი და რონალდო დაასახელა:

,,ტიერი ანრის ყველაფერი ჰქონდა! მისი სისწრაფე პრობლემებს მიქმნიდა...

ასევე, ბრაზილიელი რონალდოს წინააღმდეგ მისთვის საუკეთესო პერიოდში მითამაშია. 19 წლის იყო, როცა უეფას თასზე მისი პსვ მიუპას (ფინური გუნდი) შეხვდა. პირველი მატჩი ფინეთში 1:1 დასრულდა, სტუმრად კი 1:7 წავაგეთ და მან 4 გოლი გაგვიტანა. სისწრაფესთან ერთად ხარივით ძლიერი იყო. - სამი ჰიიპია

ჰიიპიამ კარიერის უდიდესი ნაწილი ,,ლივერპულში'' გაატარა და გუნდის მაისურით ჩატარებულ 464 შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა.

ფინელმა მცველმა ,,მერსისაიდელებთან'' ერთად ინგლისის თასი, ლიგის თასი (2-ჯერ), სუპერთასი (2-ჯერ), ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და ევროპის სუპერთასი (2-ჯერ) მოიგო.

სხვა სტატიები