Belive

ჰეთ-თრიკი და გამარჯვება ისრაელში - 19-წლამდელებმა წელი გამარჯვებით დაიწყეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 2022 წელი გამარჯვებით დაიწყო. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა ისრაელში, ადგილობრივი თანატოლების ნაკრებთან უხვგოლიან და გარდამავალი უპირატესობით წარმართულ ამხანაგურ მატჩში - 3:2 იმარჯვა. ახალგაზრდა ქართველების მხრიდან სამივე გოლის გატანა "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილმა ლუკა წულუკიძემ შეძლო, რომელმაც მეტოქის კარი პირველ, 61-ე და 77-ე წუთებზე აიღო. საქართველოს 19-წლამდელა ნაკრები შემდეგ შეხვედრას 13 თებერვალს, კვლავაც იგივე მეტოქესთან ამხანაგურად გამართავს, შემდეგ კი ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის მოემზადება, სადაც ჩვენს გუნდს რუმინეთის, ისლანდიისა და ხორვატიის ნაკრებების წინააღმდეგ დაპირისპირება მოუწევს.

სხვა სტატიები