Belive

ჰერკულესმა ფლუმინენსე ნახევარფინალში გაიყვანა !

6 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამერიკაში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი ფლუმინენსეა. ბრაზილიურმა კლუბმა 1/4 ფინალში ალ ჰილალი 2:1 დაამარცხა.

წარმოიდგინეთ, ეს ის გუნდებია, რომლებმაც მერვედიფინალში ინტერი (ფლუმინენსემ) და მანჩესტერ სიტი (ალ ჰილალმა) გააგდეს.

პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ ყოფილა, მე-40 წუთზე მარტინელიმ ინდივიდუალიზმის ინიციატივა გამოავლინა, ცოტა კი გაუბრაზდნენ, მაგრამ ლამაზი გოლი შექმნა.

ალ ჰილალმა ანგარიში 51-ე წუთზე გაათანაბრა, გოლი ასევე ბრაზილიელმა მარკოს ლეონარდომ გაათანაბრა. ფლუმინენსეს მთავარმა მწვრთნელმა, რენატო გაუჩომ, მარტინელი მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჰერკულესით შეცვალა.

მატჩის მთავარი გოლი სწორედ 24 წლის ბრაზილიელმა, ჰერკულესმა გაიტანა. ეს მოხდა 70-ე წუთზე და საუდის არაბეთის კლუბმა ვერაფერი შეცვალა.

ფლუმინენსე ნახევარფინალში პალმეირასი/ჩელსი შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები