Belive

ჰავერცი დორტმუნდთან მატჩზე: ,,ორივე გუნდს მოგების კარგი შანსები აქვს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ,,ჩელსის'' შემტევმა, კაი ჰავერცმა, დორტმუნდის ,,ბორუსიასთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ეს სეზონი ჩვენთვის არც ისეთი მარტივია, როგორც ველოდით. ახლა ყურადღებას ჩემპიონთა ლიგაზე გავამახვილებთ, რადგან, ვიცით, რომ ,,ტურნირების გუნდი'' ვართ და ამ სეზონში ბევრის მიღწევა შეგვიძლია.

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია, არასდროს იცი, რა მოხდება. პრემიერლიგაში მე-10 ადგილზე ვიყავით, როცა 2020-2021 წლების სეზონში მწვრთნელი გამოვიცვალეთ და მოულოდნელად ლიგის ფინალში ვითამაშეთ. აქ ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება.

ვფიქრობ, ,,დორტმუნდთან'' მატჩი საოცარი იქნება, ორივე გუნდს მოგების კარგი შანსები აქვს. ამიტომ, ძალიან მინდა ვნახო, რა მოხდება საბოლოოდ,'' - განაცხადა ჰავერცმა.

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ,,დორტმუნდი'' ,,ჩელსის'' უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები