Belive

ჰართმანი: "კვარაცხელიას დონის ფეხბურთელებთან თამაში მხოლოდ სასიამოვნოა"

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების და როტერდამის "ფეიენოორდის" მარცხენა მცველმა ქვილინდში ჰართმანმა ევროპის 2023 წლის ჩემპიონატამდე, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში უნდა გაიმართოს, კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელმა მეტოქეების შესახებაც ისაუბრა და საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებასაც შეეხო.

"მათ ყველას ჰყავთ კარგი მოთამაშეები. ახლახან გავიგე, რომ ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ბელგიას ლუის ოპენდა და პორტუგალიას ფაბიო ვიეირა ეყოლება.

მე არავისი მეშინია, რადგან ჩვენ ვითამაშეთ "რომასთან" და სხვა დიდ მატჩებში. ასე რომ შიში არ გვაქვს, მაგრამ მეტოქეებს პატივს ვცემთ.

კვარაცხელია "ნაპოლისთან" ერთად ჩემპიონი გახდა და ძალიან რთული საქმე გააკეთა. ვფიქრობ, მხოლოდ სასიამოვნოა ასეთ ფეხბურთელებთან შეხვედრა", - თქვა ქვილინდში ჰართმანმა.

საქართველოსა და ნიდერლანდების ნაკრებების შეხვედრა 27 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები